ლუგანსკის ოლქში, სტარობილსკის მცხოვრებლები რუსულ სამხედრო ტექნიკას წინ გადაუდგნენ და ქალაქის ცენტრში შესვლის საშუალება არ მისცეს.
უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოვიდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დროშებით და რუსულ კოლონას გზა ჩაუკეტეს.
რუსებმა მოსახლეობის დასაშინებლად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.