კიევში, რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, კერძოდ, მე-4-დან მე-9 სართულამდე.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლია! “, – წერს ის.
მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში, მაშველები ცდილობენ კორპუსში ხანძრის ჩაქრობას და ადამიანების გადარჩენას. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
“პუტინ – შენ მკვლელი ხარ!”, – წერს გერაშჩენკო.