სენაკის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსმა, ვეფხვია რუსიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, თანამდებობას მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზეწოლა განხორციელდა.

“როგორც საჯარო მოხელე, როგორც თანამდებობის პირი და როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, იმდენად, რამდენადაც მე სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გამაჩნია, პროტესტის ნიშნად, ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი”, – აცხადებს ვეფხვია რუსია.

სენაკის საკრებულოს ოპოზიცია აპირებს, დღეს თავმჯდომარე აირჩიოს. სხდომას „ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებიან. მათ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 9 თებერვლის სხდომაზე უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების ალიანსს ემიჯნებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები