ირანში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ თავრიზთან ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა.
სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქში, მონჟამის ბულვარზე მდებარე სპორტულ კომპლექსთან ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად, სამი ადამიანია დაღუპული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი პილოტი, ასევე, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, პილოტი ბოლო წუთამდე ცდილობდა თვითმფრინავის გაყვანას საცხოვრებელი უბნებიდან.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.