„ციყვები, ალბათ, დაბრუნდებიან, მთავარია მელიები არ შემოგვეჩვიონ“

დედაქალაქის არჩეული მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ უკვე არსებობს ზოოპარკის გადატანის საპროექტო მონახაზი. მისი თქმით, პროცესი ეტაპობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
“უკვე არსებობს საპროექტო მონახაზი. პროცესი ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. მის დასრულებამდე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აშენდება ახალგაზრდული ცენტრი ბიბლიოთეკით და საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით. ვგეგმავთ „მზიურის“ და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანების საფეხმავლო ხიდით, გზებზე კი გავაკეთებთ ხმაურისგან დამცავ მოწყობილობებს.ზოოპარკის გადატანის შემდეგ იმ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგვება. აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე სამი ქარსაცავი ზოლი გაკეთდება. დიდი დიღმის და ნუცუბიძის პლატოც გამწვანდება“,- განაცხადა ნარმანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, – ძველი დრო ხომ არ დაბრუნდება, როდესაც თბილისში ციყვები დარბოდნენ, ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის ცენტრში – არა, მაგრამ შემოგარენში, ალბათ, დაბრუნდებიან ციყვები. “მთავარია მელიები არ შემოგვეჩვიონ“, -აღნიშნა ნარმანიამ.

წყარო : “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები