“ის, რომ “ნაცმოძრაობისთვის” მთავარი სიტყვა ეკუთვნის ევროკავშირს და გლობალური ომის პარტიას, არაერთხელ დადასტურდა” – მაჭარაშვილი

“ის, რომ “ნაცმოძრაობისთვის” მთავარი სიტყვა ეკუთვნის ევროკავშირს და გლობალური ომის პარტიას, არაერთხელ დადასტურდა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“უნდა ითქვას, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ, სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა – მთავარია, ამერიკაში რას გადაწყვეტენო და არა ის, რომ დავუშვათ საქართველოში რა პროცესები მიმდინარეობს მიმდინარეობს. მათი მზერა არის სულ უცხოეთში, სულ Deep state-ში, სულ გლობალური ომის პარტიაში, ევროკავშირში. ეს არის მოცემულობა. მათი მთავარი წყარო და ამოსავალი წერტილი არ არის ქართული საზოგადოება, არამედ არის უცხოეთი და მათი პატრონები”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები