ვანის რაიონში სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვანის რაიონში მდინარე კვინისწყალის ადიდებამ მსხვერპლი გამოიწვია. დაღუპულია სამი ადამიანი. როგორც “კვირას“ იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა მამუკა წიქორიძემ განუცხადა, მოვარდნილმა წყალმა ხიდზე მიმავალი ავტომობილი გაიტაცა. ავტომობილში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ერთი მგზავრის გვამი წუხელვე იპოვეს, 2-ის – დღეს დილით. დანარჩენი ორი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულები ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ. გარდაცვლილების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. დახოცილია მსხვილფეხა ცხოველი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.