სვანეთში გარდაცვლილ რუს ტურისტს ექსპერტიზა უტარდება

   სვანეთში გარდაცვლი 24 წლის რუსი ტურისტის ცხედარი მესტიის რაიონის საავადმყოფოდან თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როდის გადაასვენებენ სვანეთში გარდაცვლილ სტანისლავ ბელის სამშობლოში ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა სვანეთში გუშინ ღამის 12 საათისთვის მოხდა. გარდაცვლილი სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები 24 წლის სტანისლავ ბელია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 7 რუსი ტურისტი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან ხადიშიკენ მიდიოდა. ტურისტების ჯგუფს გზაში შემოაღამდა და კარავი გაშალეს. სტანისლავ ბელი წყლის დასალევად ჩავიდა, ღელეში მას ფეხი აუსრიალდა და ქვას საფეთქელი დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი მისმა მეგობრებმა 40 წუთის შემდეგ უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სტანისლავ ბელის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები