სოფელ დარჩელში მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო
უბედური შემთხვევა ზუგდიდში. სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა გამხდარიყო, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.