ლენინი, მაო ძედუნი, ჯონ ლენონი – როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები უკანასკნელი ფოტოს გადაღებისას
მაო ძედუნი
ფოტო გადაღებულია 1976 წლის 27 მაისს. გარდაიცვალა ამავე წლის 9 სექტემბერს.
მაო იყო ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ჩინეთის კომუნისტური პარტიას ჩინეთის სამამულო ომის დროს გამარჯვება მოუტანა. მაო იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მისი დაარსებიდან (1949 წელი) სიცოცხლის ბოლომდე (1976 წ). მაო ძედუნი მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა თანამედროვე ისტორიაში და XX საუკუნის ყველაზე გავლენინანი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ მაოს რეფორმებმა ქვეყანა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად აქცია, ზოგიერთი მიიჩნევს რომ მისმა სოციოპოლიტიკურიმა პროგრამებმა, როგორიცაა „უდიდესი ნახტომი წინ“, და „კულტურული რევოლუცია“, ქვეყანას ზიანი მიაყენა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სფეროებში და გახდა მიზეზი ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილისა. მაო შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო, ამიტომაც მას ჰქონდა საშუალება, მიეღო კარგი განათლება. ის პირველად მაშინ გაეცნო მარქსიზმს, როდესაც პეკინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მისი შთაგონების წყაროდ ასევე იქცა რუსეთის რევოლუცია.
მაოს, მძიმე ავადმყოფობამ იმსხვერპლა. მას სჭირდა პარკინსონის დაავადება და სიგარეტის წევის შედეგად ფილტვებისა და გულის დაავადებები. იგი 1976 წლის 2 სექტემბერს გულის შეტევით დაიღუპა. მაოს პიროვნება განსაკუთრებით სიმბოლურია არა მარტო ჩინელი ხალხისათვის, არამედ სრულიად კომუნიზმისთვის. მაომ საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც მიწათმფლობელების, ბიზნესმენების, ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მტრად, შეიქმნა ღარიბი გლეხების, მუშების და ფერმერების მფარველის რეპუტაცია. ახალი თაობა იზრდებოდა და ახლაც იზრდება მისი კულტის განდიდებით. მათ, რა თქმა უნდა, არ ახსოვთ და არ გამოუცდიათ ის შიმშილობის და ტანჯვის წლები, რომლებიც მაოს რეჟიმმა მოიტანა.
ვლადიმირ ლენინი
ეს ვლადიმერ ლენინის ბოლო ფოტოა. ამ მომენტში მას სამი ინსულტი ჰქონდა გადატანილი და საუბარი არ შეეძლო. ფოტო გადაღებულია 1923 წელს. ლენინი დაიღუპა 1924 წლის 21 იანვარს, 53 წლის ასაკში.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი და 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი კარლ მარქსის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტიანობას ჩაგვრის იარაღად აღწერდა.
აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა კავშირის პირველმა ლიდერმა, ვლადიმერ ლენინმა განაცხადა: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც აღმსარებლობა. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არ აქვს ჩარევის უფლება“.
ვლადიმერ ლენინი მარქსიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსია. მის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების ანალიზს იმ ისტორიული პერიოდში როცა ლენინი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მან განავითარა „იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიის“ თეორია, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა კაპიტალისტების გლობალური პოლიტიკა, რომელიც ძირითადა მოგებაზე იყო ორიენტირებული. არსებული სისტემის რღვევისათვის ლენინმა მართებულად მიიჩნია რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოყვანა, რათა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო დასავლური კაპიტალის მონობისგან. მისი აზრით, რადიკალური ცვლილებები სხვა ქვეყნებსაც უნდა შეხებოდა, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის კრახი უნდა მოჰყოლოდა.
ჯონ ლენონი
ფოტოზე ლეგენდარული მუსიკოსი უკანასკნელი წუთებია გამოსახული. ის ხელს აწერს მისი ალბომის ასლს – Double Fantasy – იმ კაცისთვის, რომელიც რამდენიმე წუთში მას სიცოცხლეს გამოასალმებს.
1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით, 22:50-ზე, როდესაც ჯონ ლენონი და მისი მეუღლე იოკო ონო ბრუნდებოდნენ დაკოტაში, საკუთარ ბინაში, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანილი იქნა ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა.
მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან განცხადება დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“
ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და იგი ციხეში მოხვდა. 2016 წლისთვის, მიუხედავად ცხრა აპელაციისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.