ანრი ოხანაშვილი: ვიდრე “ნაცმოძრაობა” დღის წესრიგს არ შეცვლის, ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა ვერ ექნება

“ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ იქ თანამდებობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლის, ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა ვერ ექნება.

„მთელი რიგი შიდა გადაადგილებებია, თუ ვინ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუმცა, ჩვენი საზოგადოებისთვის პოლიტიკური სახეების ცვლილებას შინაარსობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ეს პოლიტიკური ჯგუფი ისევ ორიენტირებულია იმ მიდგომებზე, რა მიდგომებითაც ისინი გამოირჩეოდნენ და რის გამოც ეს ჯგუფი ჩვენმა საზოგადოებამ გადაირჩია. რაც  უნდა ეცადონ, სხვადასხვა სახეების ჩანაცვლებას, ვიდრე პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლიან, ქართულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ და ვერ ექნებათ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები