ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ასათიანის N 27-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ოჯახი დაზარალდა.
წინასწარი ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო, რაც მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე, დღეს თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია და მთაწმინდის მაჟორიტატი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მივიდნენ. ისინი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდნენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია ორშაბათიდან დაიწყება და ხარჯებს გამგეობა აანაზღაურებს.

წყარო:  www.newspress.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები