ბლინკენი ზელენსკის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

როგორც ზელენსკიმ Twitter-ში დაწერა, “მე ვაფასებ მის პირად ჩართულობას უკრაინის ირგვლივ სიტუაციის დეესკალაციის პროცესში. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ეფექტური პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის”.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს.

ზელენსკი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

რუსეთთან ვითარების ესკალაციის ფონზე, ენტონი ბლინკენი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში დღეს ჩაფრინდა.

მან შეხვედრა უკვე გამართა საელჩოს თანამშრომლებთან, რის შემდეგაც თქვა, რომ უახლოეს დროშივმოსალოდნელია, ლ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გაზარდოს.

ამერიკელი დიპლომატი დღეს ასევე უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები