ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას COVID-19-ის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის მილიონამდე დოზა გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს 2022 წლის 6 იანვრის ბრძანებით, რეკომენდებულია ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის შეყვანა 18 წელს გადაცილებულ პირებზე, რომლებმაც ექვს თვეზე მეტი ხნის წინ მიიღეს ვაქცინის ორი დოზა.
“ბუსტერ” დოზისთვის უპირატესობა ენიჭება Moderna-ს ან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვაქცინით იყო აცრილი ადამიანი.
მათთვის, ვინც Sinovac-ის პრეპარატით არის აცრილი, რეკომენდებულია “ბუსტერ” დოზის სახით Pfizer-ის ვაქცინა.