ამირან გამყრელიძე: თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს

“თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ბუსტერიზაციის ემხრობა.

“200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა, იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე, მუშაობს 50 წელს ზემოთ. 3-ჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს „ბუსტერ“ დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე (ჟურნალისტებზე) ვერ, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები