9 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 551 413 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 551 413 აცრა.
“სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 45.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 40.7%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 84 792 ადამიანს. 8 იანვარს აიცრა 5 001 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.