მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც აწუხებს კომპლექსი თავისი რუსული წარსულის შესახებ

,,მე მგონია, რომ რუსული ნარატივს შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც აწუხებს კომპლექსი თავისი რუსული წარსულის შესახებ”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილმა მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში რუსული საქმე აკეთა და ახლა აწუხებს თავისი რუსული წარსული არა იმიტომ, რომ ჯარში იმსახურა. მისივე განმარტებით, უნდა გამოვიდეთ მათი ნარატივიდან და შევაფასოთ, თუ ვინ რა საქმე გააკეთა რუსეთის სასიკეთოდ.

,,არა იმიტომ, რომ ჯარში მსახურობდა და ა.შ , არამედ თუ რამდენად რუსული ნაბიჯები გადადგა და რამდენად რუსეთის სასიკეთო საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის დროს, როდესაც მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს ქმნიდა. ჩვენ ხომ ორი ნარატივია გვაქვს. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქართული სახელმწიფო და მეორე ნარატივია, რომ შეგიძლია აკეთო რუსული საქმე, მაგრამ თუ შეაგინებ მაგრად რუსეთს და პუტინს, მაშინ ეს ყველაფერი მოგეტევება და პირიქით, სხვას დააბრალებ ამ ყველაფერს და შენ აკეთებ საქმეს. ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ, ვინ რას ლაპარაკობს, შედარებით მეორეხარისხოვანია, იმასთან შედარებით ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და ვინ რა მესიჯებით გამოდის სხვის წინააღმდეგ თავის გაკეთებული საქმის, მათ ენაზე გასაპრავებლად . აქედან გამომდინარე რამდენად შეიძლება ამ თემაზე სერიოზულად საუბარი თქვენ განსაჯეთ”,  – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები