“ბუსტერ” დოზის პერიოდის 3 თვემდე შემცირების გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ” დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანებას ხელი მოაწერა, რითაც იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაცია გაიზიარა.
ნებისმიერ მსურველს “ბუსტერ” დოზის გაკეთება მეორედ ვაქცინაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ შეეძლება.
“ბუსტერ” დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. “ბუსტერ” დოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა”, – წერია მინისტრის 25 დეკემბრის ბრძანებაში.
ვადების შეცვლა “კოვიდ-19”-ის ახალი შტამის, “ომიკრონის” სწრაფად გავრცელებას უკავშირდება.
ცნობისთვის, ამ დრომდე, “ფაიზერით” აცრილებისთვის “ბუსტერის” გაკეთება 5 თვის გასვლის შემდეგ იყო შესაძლებელი, ჩინური ვაქცინების შემთხვევაში კი ვადა 3 თვე იყო.