რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს საქართველოს განვითარება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს

„ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს საქართველოს განვითარება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ვგულისხმობ, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ასევე სუვერენიტეტის განმტკიცებას და  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა და მათი უმეტესობა უკვე განხორციელების ეტაპზეც კი არის გადასული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები