ბიძინა კულუმბეგოვი: პირბადე და აცრა – მხოლოდ ამ ორით შეგვიძლია, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება შევაკავოთ

“არსებობს მაღალი რისკი, რომ ისევ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალ შტამზე, „ომიკრონზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შეკავება პირბადის ტარებითა და ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

„არსებობს მაღალი რისკი, რომ ისევ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი და კლინიკებში დიდი რაოდენობით პაციენტები დაფიქსირდეს და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების ზრდა დროის მცირე მონაკვეთში. ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადამიანების ქცევის ცვლილებას – პირბადის ტარებას, რომელიც არის 28% და ეს მინიმუმ 90% უნდა გახდეს და ვაქცინაციის გაზრდას. მხოლოდ ეს ორი ინტერვენცია არსებობს შესაძლებლობის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე შევაკავოთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები