ბათუმში თევზის ბარი დაიწვა
ბათუმში თევზის ბაზრობასთან არსებული თევზის კაფე დაიწვა. როგორც „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„თამარის დასახლებაში თევზის ბაზრის გვერდზე თევზის ბარი მდებარეობდა და ის ბარი დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა უცნობია. სხვა კაფეები გადარჩა და არავინ დაშავებულა “ , – განაცხადა მამუკა თურმანიძემ