ლიბერთი ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს – განვადება ყველა თაობისთვის

ლიბერთი აგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას და არსებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. დღეიდან, განვადების პროდუქტით სარგებლობა უკვე 70 წლამდე მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი – მათ შორის უფროს თაობის მომხმარებლისთვისაც.

2021 წლის 7 დეკემბრიდან პარტნიორ კომპანიებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციებიც ამოქმედდება. ლიბერთის არსებულ და ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაიმტკიცონ განვადების ლიმიტი 200-დან 10 000 ლარამდე, გააკეთონ სასურველი შენაძენი ლიბერთის 500-მდე მეგობარ ობიექტში. განვადების დამტკიცება, გაცემა და წინსწრებით დაფარვა არის უფასო.

ლიბერთის განვადებაზე მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საახალწლო აქციებიც იმოქმედებს: 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე – ელიტ ელექტრონიქსში ლიბერთის განვადებაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ 70 წლამდე მომხმარებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები