„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” – ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: “თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილს დააკონვერტირებენ, 500 და 200 ლარით დასაჩუქრდებიან.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღებისას ან/და გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთის ფილიალებსა და დისტანციურ არხებში სარგებლობენ ვალუტის გაცვლის სპეციალური, საუკეთესო კურსით. ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში საერთაშორისო გზავნილის მიღება და/ან გაგზავნა ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების – ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.