მიხეილ სააკაშვილი: მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ხალხისთვის
დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.
დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ქართული ოცნება” დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს,
მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში.
რაც არ უნდა ქნას “ოცნებამ”, დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან!”, – წერს საკაშვილი.