ანრი ოხანაშვილი – სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე: როგორც კი კანონს გასცდებიან, რა თქმა უნდა, ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს საზოგადობრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

“შეკრების უფლება ყველას აქვს გარანტირებული, თუმცა ამის იქით ისინი ცდილობენ რადიკალიზაციის კერები შექმნან. მოვუწოდებ მათ, დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი. კონსტიტუციით სრულად აქვთ მინიჭებული შეკრება კანონის ფარგლებში, ეს მათ გარანტირებული ექნებათ თუ ისინი დაიცავენ კანონს. როგორც კი კანონს გასცდებიან, რა თქმა უნდა ამას ადეკვატური რეაგირება ექნება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. პარალელურად, სასამართლოს ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები