ეკატერინე ტიკარაძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ვერ ვხედავ საჭიროებას, პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს, ჩვენს ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილიმ. ექსპერტთა ის ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე, როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.