მაია ჩხაიძე: კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 126 პაციენტია მოთავსებული – განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვილის მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 126 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი თვის და ერთი კვირის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 126 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, მშობლებიც და ბავშვებიც ერთად. რეანიმაციაში 17 პაციენტია. მათგან ერთია განსაკუთრებულად საყურადღებოდ მძიმე, იმყოფება მართვის სუნთქვაზე, ერთი თვის და ერთი კვირის ბავშვია, რომლის რეფერირება მოხდა ბათუმიდან. სხვა პაციენტები განსაკუთრებულად საყურადღებოები არ არიან. რეანიმაციაში მყოფი ბავშვები, გარდა, კოვიდისა არიან სხვა თანმხლები დაავადებით დაავადებულები – არცერთი არ არის აცრილი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები