რუსთავში, ციხესთან აქციის დაწყებამდე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი, დმანისის მკვიდრია
რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილე გარდაიცვალა.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი დმანისის მკვიდრი, შუახნის მამაკაცია.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის რუსთავის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანა. მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუმარტეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.