სერგო ჩიხლაძე: ჩვენ დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი
“ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ მათი უმეტესობა არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ “ქართული ოცნების” მიერ დღეისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე დღეს მისული ადამიანების დიდი ნაწილი მმართველი გუნდის მხარდამჭერი არაა.
„ვის უმართავენ აქციას? მოსახლეობას უმართავენ კონტრაქციას? გაურკვეველია. დღეს ჩვენ ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ მათი უმეტესობა არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი ან იდეურად კომუნისტი. იგივეს აკეთებს “ქართული ოცნება”, ოღონდ საშიშია ის, რომ ამას მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. 90-იანი წლების მერე, პირველად მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას ახალისებს ქვეყანაში”, – განაცხადა ჩიხლაძემ.