მსოფლიოში გამორჩეული და ხალხმრავალი პარკები

ქალაქის ყოველდღურობა ხშირად გაუსაძლისი ხდება მისი მაცხოვრებლებისათვის. ერთი სული გაქვს, სადმე ბუნებაში გახვიდე და თავს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება მისცე. საბედნიეროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ქალაქი, სადაც ბუნებაში დროის გატარება პრობლემას არ წარმოადგენს. გთავაზობთ საუკეთესო პარკების მქონე ქალაქების ხუთეულს.

აშშ – ნიუ იორკის ცენტრალური პარკი

10265577_698152756893256_3907871340800383624_o

მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პარკი კუნძულ მანჰეტენზე 1857 წელს გაიხსნა. ამ პარკს ნიუ-იორკის ფილტვებს უწოდებენ. პარკის ინფრასტრუქტურით, ყოველწლიურად 25 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

ესპანეთი – გუელის პარკი

1024px-Spain.Catalonia.Barcelona.Park.Güell.Vista.2

გუელის პარკი ბარსელონას ზემო ნაწილში, ელ – კარმელის მთაზე მდებარეობს. პარკი 1900 – 1914 წლებში ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პროექტით შეიქმნა. 17 ჰექტარზე გაშენებულ პარკში ბევრი საინტერესო ექსპონანტის, შენობის თუ სკულპტურის ნახვაა შესაძლებელი. აქვე მდებარეობს  გაუდის სახლიც, რომელშიც ის 1906 წლიდან 1926 წლამდე ცხოვრობდა.

ჰოლანდია – კაკენჰოფი

3390c6e11d0faf46e7435c035bc01781

სამეფო პარკი ამსტერდამსა და ჰააგას შორის. პატარა ქალაქ ლისეში მდებარე ამ პარკს “ევროპის პარკად” მოიხსენიებენ. პარკის ისტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იწყება, როცა აქაურობა ადგილობრივი არისტოკრატიის და სამეფო პერსონების სანადირო არეალს წარმოადგენდა. ჩვეულებრივ მოკვდავთათვის  ხელმისაწვდომი ის 1949 წელს გახდა. პარკში ყოველწლიურად 7 მილიონამდ ტიტას ნერგს რგავენ. პარკის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ქარის წისქვილი ითვლება, რომელიც 1892 წელს აშენდა და წყალსაქაჩის ფუნქციასაც ითავსებდა.

ავსტრია – პრატერი

Koleso_obozrenija

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ეს პარკი, პირველ რიგში, თვისი  ალეითაა ცნობილი. აქვეა განთავსებული, იპოდრომი, სტადიონი, ველოდრომი და ვენის ცნობილი ბაზრობა, სადაც ყოველწლიურად 10-ათასობით ადამიანი იკრიბება. პარკის ცენტრში მდებარეობს 1886 წელს აშენებული, 60-მეტრიანი ეშმაკის ბორბალი, საიდანაც ვენის საოცარი ხედები იშლება.

დიდი ბრიტანეთი – რაუნდჰეი

e684efc881a35742549a36b166e4edbb

ქალაქ ლიდსში მდებარე ამ პარკის ფართობი 283 ჰექტარს აჭარბებს. დაბურული ტყეები, ტბები, ვარდის ბაღები, ცნობილი მხატრვრის, მონეს ბაღი – ეს ყველაფერი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მნახველებისათვის პარკი ხელმისაწვდომი 1871 წლიდან გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები