ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის 1-ელი ოქტომბერი და ბიძინაობა – ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას
დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა – ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება პირველი ოქტომბერი.
9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“,-აღნიშნავს პრემიერი.