უილ და უილიამ უესტები – იდენტური პატიმრები, რომლებმაც პოლიციის მიერ თითის ანაბეჭდის გამოყენებას დაუდეს სათავე
ალბათ, ცოტა ადამიანი იქნება კრიმინალისტიკის სფეროში, რომელმაც არ იცის უილისა და უილიამ უესტის, ორი პატიმრის ისტორია ლივენვორტის ციხიდან. ისინი ლივენვორტის ციხეში, თითქმის, ერთდროულად გაგზავნეს. გარკვეული დროის შემდეგ რეგისტრატორი მიხვდა, რომ მათთან ორი სხვდასხვა პატიმარია ერთი და იმავე სახელით და ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურად გამოიყურებოდა. მათი ისტორია თითის ანაბეჭდის გამოყენება ერთ-ერთი პირველი მიზეზია.
ეს ისტორია საუკუნეზე მეტი ხნისაა. ის ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოუყოლიათ: როგორც ამბავი, როგორც ისტორია ან როგორც იგავი.
უილ უესტი და უილიამ უესტი კანზასის ციხეში საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაგზავნეს სასჯელის მოსახდელად. უილ უესტის მოსვლამ 1903 წელს ციხის რეგისტრატორი განაცვიფრა, ვინაიდან ის დარწმუნებული იყო, რომ უილის მონაცემები ორი წლის წინ დაამუშავა. როდესაც ჰკითხეს, უილ უესტი უარყოფდა აქამდე ციხეში ყოფნას, მაგრამ ციხის რეგისტრატორმა ის მაინც შეამოწმა ბერტილონის მაიდენტიფიცირებელ მოწყობილობაზე. მან იცოდა, რომ დამნაშავეები ხშირად არ ამჟღავნებდნენ წინა პატიმრობას.
როდესაც რეგისტრატორმა მოწყობილობით მიღებული ფორმულა მიიღო, მან ის შეისწავლა და აღმოაჩინა ვინმე უილიამ უესტის საქმე. მისი ბერტილონის შედეგიც, თითქმის, იდენტური იყო ახლად მიღებული ფორმულისა და უილიამის ფოტოსი. თუმცა უილი ხომ, სინამდვილეში, არ იტყუებოდა და მართლაც არ მალავდა წინა პატირმობას…
„ეს ჩემი ფოტოა, მაგრამ მე არ ვიცი საიდან გაქვთ ის, ვინაიდან ვიცი, რომ აქამდე ციხეში არასდროს ვმჯდარვარ“,- ამბობდა უილი.
როდესაც რეგისტრატორმა მისი საქმის საბუთები გადააბრუნა, ნახა თარიღი, რომლის მიხედვითაც, უილიამ უესტი ორი წლით ადრე დააპატიმრეს და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მკვლელობისთვის.
შემდეგ აიღეს ორივე პატიმრის თითის ანაბეჭდები, შეადარეს ისინი ერთმანეთს და მათ საქმეებს თან დაურთეს. « West Brothers»-ის საქმემ ბერტილონის მეთოდის ხარვეზები გამოამჟღავნა. მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ თითის ანაბეჭდების აღების პრინციპს მიმართა.