TikTok-ი და Meta გამჭვირვალობის ვალდებულებებს არღვევენ – ევროკავშირი

TikTok-ი და Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონით (DSA) დადგენილ გამჭვირვალობის ვალდებულებებს არღვევენ,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისია აცხადებს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე პლატფორმამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლებისა და მკვლევრებისთვის საკმარისი ინფორმაცია კონტენტის მართვისა და რეკლამირების ალგორითმების შესახებ. გარდა ამისა, Meta-სთან დაკავშირებით დაფიქსირდა სირთულეები უკანონო კონტენტის, მათ შორის დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის, ამოსაცნობი მექანიზმების ხელმისაწვდომობაში.

ევროკომისიის შეფასებით, აღნიშნული ქცევა არღვევს DSA-ის მოთხოვნებს, რომლებიც ყველა მსხვილ ციფრულ პლატფორმას ავალდებულებს, საჯაროდ განმარტოს როგორ ხდება რეკლამების, რეკომენდაციების და კონტენტის ფილტრაციის სისტემების მუშაობა.

კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ დარღვევები დადასტურდება, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ სანქციები, რომლებიც მათ წლიურ გლობალურ შემოსავალის ექვს პროცენტს შეადგენს.

Meta-მ და TikTok-მა ევროკავშირის პრეტენზიები გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ცნობისთვის, DSA, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა, მიზნად ისახავს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი საქმიანობის უზრუნველყოფას ევროპულ ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები