დოდო შონავას ინფორმაციით, მისი შვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე დააკავეს.
ამის შესახებ ჩიქოვანის დედა დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა დამირეკეს კვლავ პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო,” – წერს დოდო შონავა.
დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.