ცნობილი იტალიელი პროზაიკოსი დაჩა მარაინი თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა

ცნობილი იტალიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი დაჩა მარაინი თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მწერალმა წარადგინა საკუთარი წიგნი –  „წერის სიყვარული“, რომლის საავტორო უფლება თავად მარაინიმ თსუ გამომცემლობას აჩუქა. გამოცემა დაიბეჭდა თსუ სტამბაში და უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა, დაჩა მარაინი უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის თსუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს წარმომადგენლები და წიგნის მთარგმნელი ნუნუ გელაძე.
„ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელები“, – ამ სიტყვებით მიმართა დაჩა მარაინიმ თსუ-ის სტუდენტებს და გულწრფელად უპასუხა მათ შეკითხვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები