bp-ს მიერ დაფინანსებული ინგლისური ენის კურსები ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის წარმატებით დასრულდა

2025 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში bp-ის მიერ ქართული მასმედიის წარმომადგენლებისთვის წამოწყებული და დაფინანსებული, ინგლისური ენის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს მედიის წარმომადგენლებს ინგლისური ენის კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.
ბრიტანეთის საბჭოსა და bp-ს თანამშრომლობა უკვე 20 წელს ითვლის და, ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა ერთობლივად. საქართველოს სხვადასხვა მედია პლატფორმის თანამშრომლებისათვის ინგლისური ენის სწავლება ათწლეულზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს. წლევანდელ კურსებში მონაწილეობას იღებდa 60 ჟურნალისტი – ონლაინ, ტელე და ბეჭდური მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭომ მონაწილეებს შესთავაზა მოქნილი კურსი, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა, თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესაბამისად, გაკვეთილებს ონლაინ ფორმატში დასწრებოდნენ. გარდა ძირითადი კურსისა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გაევლოთ მოკლე პროფესიული კურსი – „ჟურნალისტური სესიები“. აღნიშნულ სესიებზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ინგლისური ენის ცოდნის პარალელურად გაეუმჯობესებინათ თავიანთ პროფესიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები.
Ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ინგლისური ენის სწავლება მედიის წარმომადგენლებისათვის, რამდენადაც ამ ინიციატივის მიზანია ჟურნალისტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლების გზით.
მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს დაგეგმილ, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ: bp საქართველოს წარმომადგენლობის საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოს დირექტორი და მისიის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ზაზა ფურცელაძე OBE და სხვა მოწვეული სტუმრები bp-ს საქართველოს წარმომადგენლობიდან და ბრიტანეთის საბჭოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები