ლილოში მშენებლობიდან ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
უბედური შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.