კალაძე: რაფაელ მურსაკულოვი არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მელიასა და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნებაში“ დასაქმებული არ იყო. მისივე თქმით, დამნაშავე, ვინც  უნდა იყოს ის, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ, ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-სა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება. თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა. ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.

მელიასა და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული. მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“. ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე, გაზიარებული აქვს გახარიასა და ჩემი ფოტოც. ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსნებეთ, რომ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები