უცხოური მედია შანაი ბრუკის მკვლელობის გახსნის საქმეს ეხმაურება

ავსტრალიელი მოქალაქის – შანაი ბრუკის მკვლელობის გახსნის საქმეს უცხოური მედია ეხმაურება. 31 წლის, ავსტრალიის მოქალაქე 30 ივლისს დაიკარგა, რასაც მალევე მოჰყვა პოლიციის მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები, რის შედეგადაც მეორე დღეს პოლიციამ ქალი გარდაცვლილი იპოვა.
საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის ადგილზე დატოვებული არაერთი კვალი 33 წლის მამაკაცის ბიოლოგიურ ნიმუშს დაემთხვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. უცხოური მედია სავარაუდო დამნაშავის ფოტოებსაც ავრცელებს.
„გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დაზიანებულ მდგომარეობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

https://www.abc.net.au/news/2021-09-09/man-arrested-murder-australian-shanae-brooke-edwards-georgia/100445568

https://www.dailymail.co.uk/news/article-9971257/Man-charged-death-Aussie-teacher-Shanae-Brooke-Edwards-killed-hiking-Georgia.html

https://au.newschant.com/world/shanae-brooke-edwards-murder-suspect-rafael-mursakulovi-arrested/

https://www.9news.com.au/world/shanae-edwards-murder-georgia-police-arrest-man-in-tbilisi/bbffee63-7b6a-4371-84d3-7c8b5f213e5f

https://www.smh.com.au/world/asia/man-arrested-over-murder-of-melbourne-woman-shanae-edwards-in-georgia-20210909-p58q26.html

https://thenewdaily.com.au/news/world/2021/09/09/warrnambool-shanae-brooke-edwards-murder/

https://www.msn.com/en-au/news/australia/man-arrested-over-murder-of-australian-shanae-brooke-edwards-in-tblisi-georgia/ar-AAOerhC?li=AAgfYrC

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები