ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინა გვიცავს და მნიშვნელოვანია, მის პროცესში მეტად უფრო ჩართვა მოხდეს
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემსუბუქება გამოიწვია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემცირებულია ვაქცინის პირველად დოზებზე რეგისტრაციის მაჩვენებელიც, რაც საყურადღებოა.
“დღეს გვაქვს 2 571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცირებულების რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს ინფიცირებულების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებული არის ვაქცინაციის პროცესი. არაერთხელ აღნიშნა ბატონმა ამირანმა, რომ პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს და მნიშვნელოვანია, მის პროცესში მეტად უფრო ჩართვა მოხდეს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.