ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 27 011 მოქალაქე აიცრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 27 011-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge – ზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 1 366 678 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 570 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 527 337, გარდაიცვალა 7 977 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები