7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 1 340 062 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 1 340 062 აცრა ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი.

ამასთან, მათივე ცნობით, ერთი დოზით აცრილია 850 868 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 498 194.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები