ბიძინა კულუმბეგოვი: საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში, UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება.

როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, ის და მისი კოლეგები სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდნენ.

“მესტია, UNICEF! p.s. სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ, საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში”, – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები