“კოვიდგადატანილი პირები, რომლებსაც ერთხელ აქვთ გაკეთებული ვაქცინა, ორ დოზა ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან”

“კოვიდგადატანილი პირები, რომლებსაც ერთხელ აქვთ გაკეთებული ვაქცინა, ორ დოზა ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პირებზე ის რეგულაციები გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის არსებობს.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა, ისინი 2 დოზა ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან და მათზეც იგივე რეგულაცია გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები