თურქეთში, მუგლას პროვინციაში, ბეიჯიერის რაიონში ხანძარი საცხოვრებელ რაიონს მიუახლოვდა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია მოხდა.
Hurriyet-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ალის შეკავება ვერ ხერხდება, რომელიც გავრცელებას განაგრძობს.
როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, ამ დროისთვის 16 603 ადამიანია ევაკუირებული.
ამჟამად ხანძრის 11 კერის ჩაქრობის მცდელობაა.
ქვეყნის მთავრობის მონაცემით, ამჟამად ხანძრის ქრობაში ჩართულია 16 თვითმფრინავი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 51 ვერტმფრენი, 805 წყლის ცისტერნაა ამოქმედებული და 5200 ადამიანი.
აღინიშნება, ცეცხლის ჩაქრობას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა აფერხებს, კერძოდ, მარმარისში +45,5 გრადუსი დაფიქსირდა.