ილია მეორე: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს, დალოცვილი იყავით
საპატრიარქოში, ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქისთვის მისალოცად მისულ სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, სამონაზვნო დასსა და საზოგადოების წარმომადგენლებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა.
„ბედნიერი ვარ დღეს, რომ აქ ბრძანდებით. წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. ღმერთი არის სიყვარული. ერთი ლექსია სიყვარულზე, სადაც ნათქვამია, – „დაცარიელდა სიყვარულის ტაძარი“. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა პატრიარქმა.
იქამდე, პატრიარქს მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიმართა.