საქართველო დღეს “ფაიზერის” დამატებით 168 000 დოზას მიიღებს

საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 168 000 დოზას დღეს მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, ეს საქართველოს მიერ შეძენილი ვაქცინებია.

„ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. ეს იქნება 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები