ამირან გამყრელიძე: საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.

მისივე თქმით, საქართველოში დამატებით Pfizer-ის 168 000 დოზა ხვალ შემოვა.

“დეფიციტი არ არსებობს. ხვალ Pfizer-ის ​ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები