უილიამ კორტნი: საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების” პირობა დადო. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?”, – წერს კორტნი ტვიტერზე.