გერმანია აშშ-სთან უკრაინისთვის „პატრიოტების“ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობასთან „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების შეძენასა და უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით მჭიდრო კონტაქტშია,- ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა, 10 ივლის,  რომში უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილი URC 2025 კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა,  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემებისა და რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

მერცმა ასევე „მიმდინარე რუსული თავდასხმების გათვალისწინებით“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

„ამერიკელებს თავად სჭირდებათ მათი ნაწილი, მაგრამ მათ ეს სისტემა ბევრი აქვთ. ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, განხორციელდება თუ არა მიწოდება“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები